ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მისი მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას და ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.
ამასთან, დასკვნაში წერია, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდებს.