ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველო, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს – პირველ რიგში, ეკონომიკურად

ჩვენი მთავარი მიზანი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. პირველ რიგში, ეკონომიკურად , – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, ღარიბი ქვეყანა არ არის დემოკრატია, ღარიბი ქვეყანა არ არის განათლება, ღარიბი ქვეყანა არ არის პროგრესი. ამას ყველაფერს სჭირდება თავის სულიერ სიძლიერესთან ერთად, ის ეკონომიკური საფუძველი, რის გარეშეც ეს არ კეთდება და არა ის დემაგოგია, რითაც მოგვამართავენ. ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის? სიღარიბის დაძლევა – გავანახევრეთ, უამრავი პროგრამა შემოვიტანეთ. ფასებიც იზრდება, ეს მსოფლიო ტრენდია. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც უჭირთ. მიდის ადამიანი ემიგრაციაში – ზოგი გაჭირვებით მიდის, ზოგს აქ აქვს რაღაც, მაგრამ უკეთესის ამბიცია აქვს. ეს მსოფლიო მოძრაობაა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები