ილია თოფურიამ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ, გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.

როგორც ცნობილია, ილია თოფურიამ ქამრისთვის ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები