დავით მათიკაშვილი: შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს ხელშესახები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის

,,შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს ხელშესახები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაღრმავდეს. ეს არის უმარტივესი საკითხი – რა პრობლემა შეიძლება შეექმნას 3,7-მილიონიანმა საქართველომ, თუკი მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მიიღებს გადაწყვეტილებას და უვიზო რეჟიმს დააწესებს? ისევე როგორც თავისუფალი ვაჭრობის, ისევე როგორც პირდაპირი ავიამიმოსვლის შემთხვევაში, რაც არის ძალიან მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. თუ ეს არის რთული საკითხი, ის მაინც უნდა ვნახოთ, რომ პარტნიორები ამ საკითხზე მუშაობენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები