რატი იონათამიშვილი: სამართლებრივი გზების დადგენა მნიშვნელოვანია, რათა უფლებები უკეთ იყოს დაცული, პროპაგანდისთვის კი სივრცე არ რჩებოდეს
მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, პროპაგანდისთვის სივრცე არ უნდა რჩებოდეს.
ამასთან, იონათამიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია საკითხთან დაკავშირებით კითხვებსა და პასუხებს გაურბის.
,,სამართლებრივი გზების დადგენა მნიშვნელოვანია, რომ უფლებები უკეთ იყოს დაცული, პროპაგანდისთვის კი სივრცე არ რჩებოდეს.
ისინი გაურბიან კითხვებს, ეშინიათ პასუხის გაცემის. სამაგიეროდ ბნელ ოთახებში სხედან და გეგმავენ დესტრუქციულ გზებს, თუ როგორ განახორციელონ ამ ყველაფრის რადიკალიზაცია და შემდეგ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება. აქედანაც ჩანს, რომ მათ რეალურად არც უფლებების დაცვა აინტერესებთ, არც პროპაგანდა უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციები ადარდებთ მხოლოდ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.