ოლაფ შოლცი: ვმუშაობთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად

ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მჯერა, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაპირება 20 წელზე მეტი ხნის წინ გაიცა თესალონიკში. ახლა ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები