სოზარ სუბარი: გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ ისეთი დაფინანსებების შესახებ, როგორსაც, მაგალითად, თინა ხიდაშელი იღებს, ყურმოკვრით კი არ ვიცოდეთ, არამედ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ მსგავსი დაფინანსებების თაობაზე ყურმოკვრით კი არ ვიცოდეთ, არამედ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ღიად ატვირთული, რომელსაც ყველა ერთად ვნახავთ”, – ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა კითხვას, რომელიც თინა ხიდაშელისა და პოლონელი ანალიტიკოსის, მარჩინ პჩიხოდნიაკის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრებების შესახებ დაუსვეს.