გივი მიქანაძე: მელია და გვარამია როგორც უნდა შეჯგუფდნენ ან გადაჯგუფდნენ, ამის შედეგი არაფრისმომცემი იქნება

,,ნიკა მელია და ნიკა გვარამია როგორც  უნდა შეჯგუფდნენ ან გადაჯგუფდნენ, ამის შედეგი არაფრისმომცემი იქნება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა მათი წარსული კარგად იცის.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ამ ადამიანების წარსული და ვინაობა. თუკი მათ რაღაც ხმები აიღეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 5%-იანი ბარიერის გადასალახად, ეს ისევ და ისევ იმ მცირე ხმების რიცხვიდან იქნება, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები