ილია თოფურია: სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული

სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ „იმედის დღესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა. ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო.

ყოველთვის ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ დღეს ღმერთმა აქ მომიყვანა და უნდა დავესწრო ამ მატჩს, არ მიტოვებს ეჭვის შეტანის უფლებას. მგონია, რომ დღეს გავიმარჯვებთ და გოლსაც არ გავატანინებთ – 2:0“, – განაცხადა ილია თოფურიამ.

ინფორმაციისთვის, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი – ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერმინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, დღეს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს. მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები