პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში ჩატარდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას დღეს ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ.
“როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.
პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.