სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია

სპორტული აქტივობები ხშირად არის დაკავშირებული ფიზიკურ ტრავმასთან. მიუხედავად იმისა,რომ სპორტი უამრავ სარგებელს გვთავაზობს,მათ შორის ფიზიკურ ჯანმრთელობას,გუნდური მუშაობის უნარის ჩამოყალიბებას,პიროვნულ განვითარებას და სხვა,ის ასევე შეიცავს ტრავმის მიღების მაღალ რისკს.

  ყველაზე ხშირი სპორტული ტრავმები

სპორტული დაზიანებები შეიძლება მოიცავდეს მდგომარეობების ფართო სპექტრს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით გავრცელებულია:

  • მყესების დაჭიმულობა ან რღვევა
  • კუნთის დაჭიმვა
  • სისხლჩაქცევები-დარტყმის ან დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებაა.
  • მოტეხილობები
  • დისლოკაცია-სახსრის დაზიანება, რომლის დროსაც ძვალი იცვლის ნორმალურ პოზიციას.
  • ტენდინიტი-მყესების ანთება.ხშრად გამოწვეულია განმეორებითი მოძრაობით ან ხშირი გადაჭარბებული დატვირთვით.
  • ტვინის შერყევა-თავის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება,რაც იწვევს ტვინის ფუნქციის დროებით შეცვლას.
  • მუხლის ტრავმა-ხშირია სპორტში, რაც სპორტსმენს  ხშირად აიძულებს   სპორტული აქტივობის  შეწყვეტას
  • მენისკის დაზიანება
  • როტატორული მანჟეტის დაზიანება
  • ბარძაყის კუნთების დაჭიმულობა
  • სტრესული მოტეხილობები
  • აქილევსის მყესის ანთება
  • ბურსიტი-სასახსრე ჩანთის ანთება.

 სპორტული ტრავმების დროს გამოყენებული რეაბილიტაციის სახეობები

  1. ტრავმა: RICE თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია  და ა.შ . ანთების,ტკივილისა და შეშუპების შემცირებისთანავე თანდათან შესაძლებელია სპორტულ აქტივობებში დაბრუნება.
  2. სისხლჩაქცევები:დაზიანებული უბნის დაცვა,დასვენება და ყინულის გამოყენება შეშუპების შესამცირებლად.ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება მსუბუქი მოძრაობის სავარჯიშოები.ულტრაბგერითი თერაპია, დარტმით-ტალღოვანი თერაპია,მაგნიტოთერაპია და ა.შ .
  3. მოტეხილობები:სახსრის იმობილიზაცია.როგორც კი მოტეხილობა დაიწყებს შეხორცებას აუცილებელია პროცესში ფიზიოთერაპიის ჩართვა,რისი მეშვეოებითაც ხდება მოძრაობის,ფუნქციის და სიძლიერის თანდათან აღდგენა.
  4. დისლოკაციები:რეაბილიტაცია მოიცავს სახსრის სტაბილიზაციას,მოძრაობის დიაპაზონის აღდგენას და მიმდებარე კუნთების გაძლიერებას.
  5. ტენდინიტი:დასვენება,ანთების საწინააღმდეგო თერაპია  ფიზიკური თერაპია, დარტყმით-ტალღოვანი თერაპია,ულტრაბგერითი თერაპია,ელექტროთერაპია და ა.შ .
  6. იოგების რღვევა:შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა,რომლის შემდეგაც საჭიროა ფიზიკური თერაპია ძალების,სტაბილურობისა და მოძრაობის დიაპაზონის აღსადგენად.
  7. ბურსიტი:ფიზიკური თერაპია,ულტრაბგერითი თერაპია,მაგნოტოთერაპია   და ა.შ.

Rehabilitation.ge მოიცავს სპორტული ტრავმის მართვისთვის  საჭირო  ყველა სარეაბილიტაციო ინტერვენციას.ცენტრი მიზნად ისახავს უზრუნველყოს ყოვლისმომცველი მომსახურება სპორტსმენებისთვის და ამზადებთ  მათ სპორტულ აქტივობებში დასაბრუნებლად.აქ ნებისმიერი სპორტული ტრავმის მართვა შესაძლებელია!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები