მაია ბითაძე: ნათლად ჩანს, რომ ოპოზიციონერების ქმედებები არასერიოზულია, პრაქტიკულად, ისინი „ქართული ოცნების“ ჯინაზე მოქმედებენ

“იმედია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მიხვდებიან, რომ ისტორიის ფურცლებზე საქართველოს ევროინტეგრაცია მათ გარეშე იწერება და დაიწყებენ მონაწილეობას საკითხების განხილვაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ესწრება.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, უკვე ნათლად ჩანს, რომ ოპოზიციონერების ქმედებები არასერიოზულია და პრაქტიკულად, ისინი „ქართული ოცნების“ ჯინაზე მოქმედებენ, ამით კი სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლიან.

„მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსთვის დაკავშირებული იქნება იმ სექტორულ განვითარებასთან, სადაც აუცილებელია მულტიპარტიული ჩართულობა, რასაც ჩვენ დღეს მოვისაკლისებთ. იმედი გვაქვს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მიხვდებიან, რომ ისტორიის ფურცლებზე საქართველოს ევროინტეგრაცია მათ გარეშე იწერება და დაიწყებენ მონაწილეობას საკითხების განხილვაში. სამწუხაროდ, უკვე ნათლად ჩანს, რომ ოპოზიციონერების ქმედებები არასერიოზულია. პრაქტიკულად, ისინი „ქართული ოცნების“ ჯინაზე მოქმედებენ და ამით ხელს უშლიან სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებას. თვალნათლივ ვნახეთ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა შენიშვნა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეხებოდა, მხარდაჭერილი იყო ევროპარლამენტის მხრიდან, და, სამწუხაროდ, რეზოლუცია, რომელიც ჩვენ და მოლდოვის დელეგაციამ დავაინიცირეთ, არ იყო მხარდაჭერილი ჩვენი რადიკალების მხრიდან.

ეს მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს. კარგად უნდა გაიგონ, რომ დეპოლარიზაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ უფრო სწრაფად წაიწიოს წინ პოლიტიკურმა დებატებმა ევროინტეგრაციის გზაზე. მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებებში და უბრალოდ „ქართული ოცნების“ ჯინაზე ფეხი არ უნდა დაუდონ ევროინტეგრაციის პროცესს“, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები