იაგო ხვიჩია: მგონია, მზადება იმისკენ არის, რომ ყოფილი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილსა და კეზერაშვილს სარფიანად ევაჭრონ
არჩევნებზე „ნაცების“ ორზე მეტი პარტიით გასვლა მომგებიანი არ იქნება და იმ რისკებს აჩენს, რაზეც სააკაშვილი საუბრობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ის “ნაცების” გაერთიანებაში “ლელოს” მოიაზრებს.
„არჩევნებზე ორი პარტიით გასვლა შეუძლიათ, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ „ხალხის ძალა“ ჰქონდეს. ზოგადად, ეს ქართველი პოლიტიკოსების უცნაური ვნებაა, როცა ერთი პარტია არ ჰყოფნით და მეტი უნდათ. „ნაცურ“ გაერთიანებაში „ლელოსა“ და ჯაფარიძეს ვხედავ, ეს იქნება გვარამიასთან თუ პირდაპირ მიშასთან, ვერ გეტყვით, მაგრამ ხმების არდაკარგვისთვის კარგი იქნება, თუ ასე იქნება გადანაწილებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.