არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციაზე: ახალი „სიმაღლე“ აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედო

,,კიდევ უფრო ახალი „სიმაღლე“ აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში ოპოზიციისგან არაფერი უკვირთ.

„იმ ოპოზიციისგან, რომელმაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოაწერა რეზოლუციას ხელი და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულეს ომის დაწყებაში – არც გაგკვირვებია ის, რაც ახლა გააკეთეს. თუმცა, კიდევ უფრო ახალი „სიმაღლე“ აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედო და საერთოდ აცილებული იყო იმ საჭიროებას და ეროვნულ ინტერესებს, რომელიც აქვს შენს საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები