ეკა სეფაშვილი: თუ გადახედავთ „ნაცმოძრაობას“ და მათ სხვადასხვა განშტოებას, მათი საქმიანობის მოკლე აღწერა არის „ქვეყნის ღალატის ქრონოლოგია და ქრონიკა“

ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ღიად საუბარს, ისევ გავაგრძელებთ ხალხისთვის ჩვენი პოზიციების გაცნობას და იმ ფაქტებსა და არგუმენტებზე ხალხის ყურადღების გამახვილებას, რაც ერთი შეხედვით შეიძლება არ ჩანდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაა.

„ჩვენ, იმის მაგივრად რომ თავიდან ბოლომდე ვიყოთ საქმეზე კონცენტრირებულები და ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, დილიდან საღამომდე ფაქტობრივად ვებრძვით „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და ვცდილობთ აღმოვფხვრათ იმ მავნებლობის შედეგი, რასაც ისინი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ახორციელებენ. ეს დაუსრულებელი წრე და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა უნდა დასრულდეს.

თუ გადახედავთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ სხვადასხვა განშტოებას – ვგულისხმობ „ლელოს“, გახარიას, „ევროოპტიმისტებს“, „ევრონაცებს“ და ა.შ., მათი საქმიანობის მოკლე აღწერა არის „ქვეყნის ღალატის ქრონოლოგია და ქრონიკა“. 2003 წლიდან მოყოლებული მავნებლობენ ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები