ირაკლი კობახიძე: საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
„წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში“, – განაცხადა კობახიძემ.