კობახიძე – სტოლტენბერგს: თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაიხალა

“მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე ჩვენი ინტეგრაციის პროცესი”, – ამის შესახებ საქართველო პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ნატომ მრავალი გამოწვევა გადალახა.

„ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებსა და სირთულეებს, თუმცა, თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაიხალა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები