იენს სტოლტენბერგი: სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

“საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა.

„გუშინ ვიყავი ბაქოში, დღეს ჩამოვედი თბილისში, ეს ასახავს იმას, თუ რამდენად ვაფასებ საქართველოს ნატოში და ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში. მე ახლა თბილისში ვარ და ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაგვაჩნია. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება გაითხოვოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა. არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში – ესეც შემიძლია, ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეების 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები