გიორგი მიქაუტაძე: „ვეტინგის“ მიზანია სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება

“გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას. რეალურად, ამის მიზანია სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის შემცირება აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია.

„დაწყებული არის ცილისმწამებლური კამპანია – ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებებით, სატელევიზიო შოუების მოწყობით ცდილობენ მაქსიმალურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ სისტემით შემოწმების ჩატარებას. აშკარაა, რომ შემოწმების რეალური საფუძვლები არ არსებობს. არ არსებობს ამის ფაქტობრივი გარემოება და არანაირი მტკიცებულება. ასეთი გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას. რეალურად, ამის მიზანია სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შეკვეცა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები