ვიქტორ დოლიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო იენს სტოლტენბერგს, რომელიც არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი
ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულფასოვანი განხორციელების თვალსაზრისით, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით. ამგვარ ტურბულენტურ გარემოში მისი ვიზიტი თბილისში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში, ზაფხულში, ვაშინგტონის ნატოს სამიტი, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის და წარმატებული ისტორიის ელემენტები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ვაშინგტონში საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, მე ახლავე შემიძლია, დაგიდასტუროთ, ხოლო რა ფორმით და რა დონეზე, ამას მოგვიანებით გავარკვევთ“, – განაცხადა დოლიძემ.