ანრი ოხანაშვილი: დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება

“ვეტინგთან” დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი. დაუშვებელია ისეთი მოდელის შემოღება, რომელთა დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას აქვს ნათქვამი, რომ “ვეტინგის” სისტემა არის უკიდურესი ზომა და ყველაზე რადიკალური ზომა, რაც კი შეიძლება, იქნეს გამოყენებული და ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიას ნათქვამი აქვს, რომ “ვეტინგი” საზოგადოებაში უნდობლობის გაღრმავებას იწვევს.

“თუ ვინმეს უნდა – წარმოაჩინოს, რომ საქართველოში რაიმე ექსტრემალური სიტუაციაა და ამით ახსნას, ეს საფუძველს მოკლებულია. ამასთანავე, “ვეტინგის” შედეგებზე აქვს გამახვილებული ყურადღება ვენეციის კომისიას და აქვს ნათქვამი, რომ “ვეტინგი” იწვევს საზოგადოებაში უნდობლობის გაღრმავებას და არა ნდობას სასამართლოსადმი, საზოგადოებაში აყალიბებს განწყობას, რომ ისინი არ ენდობიან მართლმსაჯულების სისტემას, რომ ეს იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და სასამართლო კორპუსი ორიენტირებულია არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და სიმართლის დადგენაზე, არამედ არის წნეხის და ზეწოლის ქვეშ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები