ნინო წილოსანი: პრეზიდენტის „მოტივირებულ შენიშვნებს“ მხოლოდ ფორმალურად ჰქვია „მოტივირებული“

ეს ვეტო ემსახურება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ანტისახელისუფლებო და ანტიეროვნულ კამპანიას, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით წილოსანმა “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო შეაფასა.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტის წარმოდგენილ ვეტოს, მოტივირებულ შენიშვნებს მხოლოდ ფორმალურად ჰქვია მოტივირებული, რადგან მისი ერთადერთი მოტივაცია არის, რომ ხელი შეუშალოს ზოგადად, საარჩევნო კომისიის გამართულად ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ვეტოს დამდების შესახებ უფრო მეტს მეტყველებს ეს შენიშვნები, ვიდრე თავად შენიშვნის შინაარსზე. პარლამენტს, ამ შემთხვევაში, უმრავლესობას აქვს ლეგიტიმაცია, რომ დაძლიოს ვეტო, რომელიც არაფერს ემსახურება და ემსახურება მხოლოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ანტისახელისუფლებო და ანტიეროვნულ კამპანიას, რომ დაგმოს და უარყოს ყველაფერი ის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული,” – განაცხადა წილოსანმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას დღეს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები