“ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ და მათთან გაერთიანებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელმა ადამიანებმა გამოაცხადეს ნადირობის ახალი სეზონი გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამ სეზონშიც ხელცარიელები დარჩებიან” – პაპუაშვილი

„ჩვენ ყოველთვის ვხედავთ, რომ ერთი და იმავე „კეთილი დასასრულით“ სრულდება ეს ისტორია – იმით, რომ კვლავ ერთმანეთს მოძებნიან ხოლმე ეს გამიჯნული „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვი, როგორც ეს იყო გიორგი ვაშაძის, გიგი უგულავას შემთხვევაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “იმედის კვირას” განუცხადა.

“გვახსოვს, ყველა სხვა ეს პოლიტიკოსი როგორ ილაშქრებდა თითქოს და ემიჯნებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე ყველამ დაინახა, რომ ეს იყო ტაქტიკა იმისთვის, რომ დაებნიათ ის ამომრჩეველი, რომელიც თავს იკავებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემისგან, შეიძლება ზოგადად ფიქრობს, ვის მისცეს ხმა.

ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ და მათთან გაერთიანებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელმა ადამიანებმა გამოაცხადეს ნადირობის ახალი სეზონი გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამ სეზონშიც ხელცარიელები დარჩებიან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები