“სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები უკრაინულ ხელისუფლებაში, რომლებისთვისაც საქართველო არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა” – პაპუაშვილი
“სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები უკრაინულ ხელისუფლებაში, რომლებისთვისაც საქართველო არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
„თავად ის, რომ საკუთარ თავებს მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებად, არის უკვე განაჩენი ამ ადამიანებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.