„უკრაინა გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად” – მათიკაშვილი
“უკრაინა გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად, დაწყებული მიხეილ სააკაშვილისგან,.დასრულებული გიორგი ლორთქიფანიძითა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნით,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ მხრივ, ზურაბ ადეიშვილი გამორჩეული ფიგურაა.
„უკრაინა გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად, დაწყებული მიხეილ სააკაშვილისგან დასრულებული გიორგი ლორთქიფანიძითა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნით, რა თქმა უნდა, ზურაბ ადეიშვილია გამორჩეული ფიგურა, რომელზეც ფსონი იყო დადებული, უკრაინული მხარის მხრიდან იმ პირობებში, როდესაც მათ, ამ პირებმა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში, უბედურების მეტი არაფერი მოუტანეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.