ბექა ოდიშარია: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა
,,აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, თუმცა ყოველთვის არის სივრცე, სადაც უფრო მეტის მიღწევა შეიძლება და ირაკლი კობახიძე სწორედ ამისკენ არის მომართული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარია დარწმუნებულა, რომ კობახიძისა და ილჰამ ალიევის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს შექმნის.
„ქართველ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, იმ დიდი გაჭირვებისას როგორ გამოუწოდა ჰეიდარ ალიევმა ხელი მაშინდელ ხელმძღვანელობას. ეს ტრადიცია გრძელდება და ეს გადაიზარდა ძალიან დიდ პროექტებში. ჩვენს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, თუმცა ყოველთვის არის სივრცე, სადაც უფრო მეტის მიღწევა შეიძლება და ირაკლი კობახიძე სწორედ ამისკენ არის მომართული. დარწმუნებული ვარ, მისი და ილჰამ ალიევის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს შექმნის“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.