გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, აღარ გვიკვირს ზურაბიშვილის განცხადებები, რომლებიც აზიანებს საქართველოს
სამწუხაროდ, აღარ გვიკვირს ზურაბიშვილის განცხადებები, რომლებიც აზიანებს საქართველოს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როდესაც შენ, ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აღიარებ არაღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთის მხრიდან აღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, აფხაზეთის რომელიმე საჯარო მოხელეს თუნდაც და მის ლეგიტიმაციას, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ პრაქტიკულად აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ეს შეცდომით არ მგონია. სამწუხაროდ, ის უკვე ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.