ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის და პირიქით
ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის და პირიქით. ასევე გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
„ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო. სავაჭრო პარტნიორობის კუთხით, აზერბაიჯანი საქართველოს ხუთეულშია. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის და პირიქით. ასევე გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ. ამაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ ეს არის მეგაპროექტები აზერბაიჯანისთვის, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ძირითადად, ეს არის ენერგოუსაფრთხოებაზე მიმართული პროექტები, რომლებიც მათ შორის, ევროპის ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს; ეს არის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მჭიდრო კავშირები, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური ხდება – გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის განვითარება და რა თქმა უნდა, დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომელიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება. ეს არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა