“ხმაურმა გაგვაღვიძა – მეგონა, ომი დაიწყო” – რას ამბობენ ადგილობრივები თბილისის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ

“ოთხის ხუთ წუთზე ძლიერი ხმა იყო, მეგონა, ომი დაიწყო”, – ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში გვიან ღამით მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“ოთხის ხუთ წუთზე ძლიერი ხმა იყო, მეგონა, ომი დაიწყო. მერე გავიგეთ, რომ კორპუსის ქვემოთ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაღაცის გაჟონვა მოხდა და ამან აფეთქება გამოიწვია. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის”,- ამბობს მოქალაქე.

მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი ადგილობრივი საუბრობს.

“ხმაურმა გაგვაღვიძა, ჩამოლეწილი იყო ფანჯრები, აივნის კარები ამოგლეჯილია. ბავშვებს შუშები ეყარათ”,- ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე გვიან ღამით აფეთქება მოხდა. აფეთქება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე კომერციულ ფართში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქების შედეგად, ჩამონგრეულია შენობის ფასადი. არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, დაზიანებულია ახლომდებარე კორპუსებში ფანჯრების მინები და ავტომობილები.

როგორც თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები