„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს პროცესის მონაწილეებს არ შეაფერხონ, როგორც კომპანიის ოპერირება, ასევე კომპენსაციების გაცემის პროცესი.

„დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი.

გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას. აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება კანონით.

რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს. თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია ასაჯაროებს გაცემული თანხების ოდენობას. 2020 წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს პროცესის მონაწილეებს არ შეაფერხონ, როგორც კომპანიის ოპერირება, ასევე კომპენსაციების გაცემის პროცესი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები