დავით კოდუა – მთავარია დედაჩემი იყოს კარგად

 

   დავით კოდუა ნოშრევან ნამორაძის გათავისუფლების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.
როგორც კოდუამ ჟურნალისტებს განუცხaდა, მისთვის ახლა მთავარია, დედა, ლაურა ღაჭავა გამოჯანმრთელდეს, რომელიც სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ახლა დედაჩემია ცუდად და მთავარია, რომ კარგად იყოს. ნამორაძე გამოუშვეს თუ არ გამოუშვეს, ეგ არ არის მთავარი, ყველაფერი ხდება. მე არ ვაპირებ არაფრის გასაჩივრებას“, – განაცხადა დავით კოდუამ.
მისი ძმის გიორგი კოდუას შეფასებით კი სასამართლო პროცესი სასაცილო იყო.
„სასაცილო პროცესი ოყო. ვერ გავიგე, ვინ იყო პროკურორი და ვინ ადვოკატი. შემეშალა. პროკურორი მეგონა ადვოკატი და ადვოკატი მეგონა პროკურორი, რადგან შეხმატკბილებულად ისაუბრეს. დედაჩემმა გამოთქვა პროტესტი, რის გამოც მიიღო მკაცრი გაფრთხილება მოსამართლისგან, შემდეგ კიდევ მიიღო გაფრთხილება. ისეთი პროცესი იყო, ცუდად გახდა, გული წაუვიდა და გამოვიყვანეთ პროცესიდან“, – განაცხადა გიორგი კოდუამ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლდა.
სასამართლომ დააკამაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა ბრალდებულს შეუცვალა არასაპატიმრო ღონისძიებით. ნამორაძეს 50 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები