რუსეთმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შსს-მ ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლაური ლაენემეცი ძებნაში გამოაცხადა.

ამავე დროს, ძებნილთა ბაზაში მიზეზი დაზუსტებული არ არის, მხოლოდ აღნიშნულია, რომ “სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის საფუძველზე”.

თუმცა, ძალოვან უწყებაში განმარტეს, რომ მინისტრის ძებნა “საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურებისა და დაზიანების საქმეზე“ გამოცხადდა.

ამავე საქმეზე 13 თებერვალს რუსეთმა ძებნა ესტონეთის პრემიერმინისტრ კაია კალასსა და ესტონეთის სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზე გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები