მამუკა მდინარაძე: „ქრონიკის“ ინფორმაცია ფაქტების დონეზე ადასტურებს, რომ „თბილისი პრაიდი“ რეკომენდაციას იქით აძლევს პარტნიორებს

„ქრონიკის“ ინფორმაცია ფაქტების დონეზე ადასტურებს იმას, რომ „თბილისი პრაიდია“ მხოლოდ ის ორგანიზაცია, რომელიც აშკარად ბედავს და დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს და იქით აძლევს რეკომენდაციებს პარტნიორებს და დონორ ორგანიზაციებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავის უარუყვია, რომ წერილი ნამდვილია.

„ქრონიკის“ ეს ინფორმაცია უტყუარად, ფაქტების დონეზე ადასტურებს, რომ „თბილისი პრაიდია“ მხოლოდ ის ორგანიზაცია, რომელიც აშკარად ბედავს და დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს, იბრძვის ამისთვის, აქვეყნებს თავის გადაწყვეტილებებს, მათ შორის გადაწყვეტილებას, რომ რეკომენდაცია იქით მისცეს პარტნიორებს და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს – ჯერ ვიყოთ ჩუმადო, უკაცრავად ჟარგონისთვის და მერე დავცხოთ, როცა ესენი კანონს დაწერენ, როგორც ეს შარშან გავაკეთეთო. შარშან ამერიკული კანონი ლამის რუსულად აქციეს და საუკუნის აფიორა დადგა ყველამ ერთად – მათმა ტელევიზიებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოების ე.წ. წარმომადგენლებმა. გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ წავიკითხე ეს კანონიო. წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს ხალხს. ყველაფერი რუსულიაო და ამ დროს ამერიკულის თარგმანი იყო. ასეთებიც იკადრეს. ამ საუკუნის აფიორაში ერთ-ერთი დომინანტი, პიონერი, წინმავალი ყოფილა „პრაიდი“. თავისი პირით აღიარეს, არ ეგონათ ეტყობა, რომ ეს წერილი გასაჯაროვდებოდა. არავის უარუყვია, რომ წერილი ნამდვილია. რეკომენდაცია მისცეს თავის პატრონებს, რომ იქნებ ჯერ გავჩუმდეთ, არ დაგვავალოთ რომ ვიყვიროთ და მერე დავიწყოთ აქტივობა, როცა დაწერენ კანონსო. მერე გამოეკიდებიან იქ კონკრეტულ მუხლს, კონკრეტულ ფრაზას, როგორც გამოეკიდნენ რაღაც სიტყვებს ამერიკული კანონის შემთხვევაში და უწოდეს ამის გამო რუსული. არადა პირდაპირი თარგმანი იყო“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკის” ინფორმაციით, ოპოზიციის აქვს სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ათანხმებს. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები