ჭიდაობის ფედერაცია პრეზიდიუმის სხდომას გამართავს

 

    ჭიდაობის ფედერაციაში უახლოეს დღეებში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, სადაც სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებების განხორციელბაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ “კვირას“ ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ლომიძემ ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა. “უახლოეს დღეებში დაგეგმილია პრეზიდიუმის სხდომა, პრეზიდიუმის ყველა წევრს მოვიწვევთ და იქ ვიმსჯელებთ რამდენად გამართლებული იქნება სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებები.ეროვნული ნაკრების მწვრთნელის გაშვებაზე საუბარი არ არის, საუბრიაა შესაძლო გადანაცვლებაზე. ყველაფერ ამას პრეზიდიუმის საბჭო გადაწყვეტს“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ლომიძემ. ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელს ლუკა კურტანიძეს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს. მოჭიდავეების პროტესტი ლუკა კურტანიძის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. სპორტსმენები კურტანიძის სასწრაფოდ გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები