უჩა ნანუაშვილი: ციხეებში პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგაშო ვითარებაა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გუშინ რუსთავის დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია სახელმწიფომ ციხეებში მსჯავრდებულების უფლებები დაიცვას და მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე იზრუნოს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ციხეებში პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგაშო ვითარებაა. „საგანგაშოა, როდესაც ბოლო პერიოდში გაიზარდა გარდაცვალების ფაქტები და ამიტომაც მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების სამინისტრომ დიდი ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ასევე ხელისუფლება ვალდებულია, რომ სიცოცხლის უფლების დაცვაზე მათ შორის დახურულ სიტუაციაში იყოს გარანტირებული. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დროულად და ეფექტურად ჩატარდეს, რომ საზოგადოებას ამ ფაქტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჰქონდეს “, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები