"აგრობარათები" თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე მიწის მფლობელებსაც დაურიგდებათ

 

   ე.წ.”ხვნის ბარათები” და “აგრობარათები” თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებსაც დაურიგდებათ. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №141 განკარგულებით ქალაქ თბილისის მერიას ეთხოვა უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შემოერთებული სოფლების ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა დაზუსტებული მონაცემების მიწოდება “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისათვის”.
ამ პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს დაურიგდებათ ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის სასოფლო-სამეურნეო ბარათები ე.წ “ხვნის ბარათები” და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად საჭირო საბანკო ბარათები, ე.წ. “აგრობარათები”.
აღნიშნული ბარათების გასაცემად მოსახლეობის რეგისტრაციას განახორციელებენ ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობების შესაბამისი სამსახურები. დაინტერესებულ პირებს უბნების (მუნიციპალიტეტების) მიხედვით შეუძლიათ მომართონ შემდეგ მისამართებზე:

გლდანი 
ავჭალა, გლდანის ხევის უბნის სამსახური – ლიბანის ქ №1;
გლდანის ლუწი მიკრორაიონები უბნის სამსახური – გლდანის მას., 4მ/რ, კორპ.№ 109;
გლდანის კენტი მიკრორაიონების უბნის სამსახური – გლდანის მას., 3 მ/რ, კორპ. №87
მუხიანის უბნის სამსახური – მუხიანის დას., 4 მ/რ, კორპ.№ 9

სამგორი

ვარკეთილის მეურნეობა, პატარა ლილო, ორხევი, აეროპორტის მუნიციპალიტეტი – ორხევი, მუხაძის ქ. №6
დიდი ლილო, წინუბანი, ნასაგური – ლილოს მუნიციპალიტეტი – ლილო, ფრანგულიანის ქ. №19
ჩუღურეთი
ზემო ჩუღურეთის უბნის სამსახური – ზაზიაშვილის ქუჩა №2

მთაწმინდა
წავკისი-შინდისი-ტაბახმელას უბნის სამსახური – თბილისი-კოჯრის გზატკეცილი №25
კიკეთი-კოჯრის უბნის სამსახური – კოჯორი, ტაბიძის ქუჩა №2

კრწანისი
კრწანისის რაიონის გამგეობა – გორგასლის №115
კალა-ორთაჭალის მუნიციპალიტეტი – ორთაჭალის ქუჩა №4
ფონიჭალის მუნიციპალიტეტი – რუსთავის გზატკეცილი 263

ვაკე
წყნეთის მუნიციპალიტეტი – წყნეთი, ამილახვრის ქ. №19
ნუცუბიძის მიკრო რაიონების მუნიციპალიტეტი – ნუცუბიძის მე–5 მ/რ, კორპ №1
საბურთალო
დიღომი-ვაშლიჯვრის მუნიციპალიტეტი – დიდი დიღომი, პეტრიწის ქ. №10

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები