20 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება

თბილისის მერი დავით ნარმანია რუსთაველის თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო. ფესტივალი, რომელიც 20 სექტემბერს გაიხსნება, მერიის მხარდაჭერით იმართება. თბილისის მერის განცხადებით, ფესტივალი წელს არაერთ ცნობილ თეატრალურ დასს უმასპინძლებს.
„აღნიშნული ფესტივალი, კულტურის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. მოხარული ვარ, რომ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული და მხარდაჭერილი ფესტივალი საქართველოს ფარგლებს გასცდა და ის კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების კულტურული მოვლენების ცენტრად იქცა. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ იდეის განხორციელებისკენ, რომ თბილისი რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბერს რუსთაველის სახელობის თეატრში “მოხეტიალეთა სიმღერებით” გაიხსნება. სპექტაკლში მონაწილეობენ ტაივანი-ჩინეთის ცეკვის თეატრი “ღრუბლის კარიბჭე” და ქართული ცეკვის ანსამბლი “რუსთავი”. ფესტივალი თბილისში მეექვსედ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები