შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ვინმე, ქართველი ან უცხოელი პოლიტიკოსი, ქართული ან უცხოური მედია საქართველოს დააბრალებს სანქციების გვერდის ავლას, ეს არის ტყუილი
“როგორც კი ვინმე, ქართველი ან უცხოელი პოლიტიკოსი, ქართული ან უცხოური მედია საქართველოს დააბრალებს სანქციების გვერდის ავლას, ეს არის ტყუილი. ეს უკვე იქცა წესად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კითხვები მიმართული უნდა იყოს მათკენ, ვინც შეიძლება საქართველოს რაღაცებს აბრალებდეს.
„ორი წელია მიდის ომი უკრაინაში და ორი წელია, ქართული ოპოზიცია, მათ ოშორიც უცხოეთიდან დაფინანსებული პარტიები, როგორიცაა „დროა“, „ევროპული დემოკრატიის ფონდიდან“ მიღებული ფინანსებით საქართველოს აბრალებდა ტყუილს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. როგორც კი ვინმე, ქართველი ან უცხოელი პოლიტიკოსი, ქართული ან უცხოური მედია საქართველოს დააბრალებს სანქციების გვერდის ავლას, ეს არის ტყუილი. ეს უკვე იქცა წესად. კითხვები უნდა დავუსვათ მათ, ვინც შეიძლება რაღაცებს აბრალებდეს საქართველოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.