რატი იონათამიშვილი – მამუკა ხაზარაძეზე: რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის

ხაზარაძე არის ის შემთხვევა, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის, ვინაიდან გვახსოვს ცოტა ხნის წინ სტუდენტების სტაჟირებაზე საუბრობდა იმას, რაც უკვე განხორციელებული იყო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ახლა პენსიების მატებაზე საუბრობს, მაშინ როდესაც კანონით ინდექსაციაა უზრუნველყოფილი და კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ ყოველ წელს პენსიები და ყოველწლიური პაკეტები იზრდებოდეს და ეს ასეც ხდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მიერ პენსიის დაპირებულ ზრდას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები