გერმანიაში მატარებლის მემანქანეებმა ახალი გაფიცვა დააანონსეს
გერმანიაში მატარებლის მემანქანეები ხელახალ გაფიცვას აანონსებენ, რადგან შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ჩავარდა.
ამის შესახებ DW წერს.
სატვირთო მატარებლების მემანქანეები გაფიცვას 6 მარტის საღამოს, ხოლო სამგზავრო მატარებლის მემანქანეები 7 მარტის დილიდან დაიწყებენ.
მოსალოდნელია, რომ გაფიცვა 35 საათს გაგრძელდება.
მემანქანეთა პროფკავშირის GDL-ის თავმჯდომარემ, კლაუს ვესელსკიმ განაცხადა, რომ გაფიცვაზე სრული პასუხისმგებლობა Deutsche Bahn-ს ეკისრება.
GDL-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომლის შესრულებასაც Deutsche Bahn-ი არ აპირებს, არის სტანდარტული სამუშაო კვირის შემცირება 38-დან 35 საათამდე უცვლელი ხელფასით.