“რუსეთს მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე მტერი” – პუტინი

რუსეთს უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე მტერი, – განაცხადა კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის მერთან, სერგეი სობიანინთან შეხვედრაზე.

“ჩვენ უფრო მეტი მეგობარი გვყავს. არის კიდევ ერთი ცნობილი გამოთქმა: იყო ჩვენი მეგობარი და მტერი, თანაბრად საპატიოა”, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, საფრთხეები, რომელთა შექმნასაც რუსეთისთვის ცდილობენ, არ არის ცარიელი სიტყვები და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

“სამთავრობო, ფედერალურ და რეგიონულ დონეზეც. მოსკოვი არ შეიძლება, მიეკუთვნებოდეს ერთ-ერთ რეგიონს – ის დედაქალაქია. აქ არის მეცნიერების, განათლებისა და მრეწველობის ცენტრი. ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან ურთიერთკავშირშია  რუსეთის მთელ ეკონომიკასთან“, – განმარტა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები