საქსტატი: თებერვალში ზეთი 18,7%-ით გაიაფდა, ხოლო ხილი 21%-ით გაძვირდა

2024 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში – სურსათში ფასები წლიურ ჭრილში ზრდის ნაცვლად 3.5%-ით არის შემცირებული, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-18.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-5.0 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი), თევზეული (1.6 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები