კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს. ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-7 კლასის მოსწავლე, ცოლად მოყვანის მიზნით, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა. 13 წლის გოგოს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები