ნინო წილოსანი: თუ რომელიმე პარტია მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა შესაძლოა – იყოს მათი იდეოლოგიის ძირითადი ხაზი, შეუძლიათ, ამ მესიჯებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვიდნენ

მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი „ქართულმა ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავს.

„თუ რომელიმე პარტიასა და მის წარმომადგენელს აქვს საწინააღმდეგო პოზიცია და მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა, აგიტაცია და ამ საკითხების გარკვეულწილად ნორმალიზება და ჩვენი ღირებულებების გადაფარვა შესაძლოა, იყოს მათთვის მისაღები ან მათი იდეოლოგიის ძირითადი ხაზი, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ამ მესიჯებითა და აგიტაციით გამოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მოიპოვონ მხარდაჭერა საზოგადოებისგან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები