ნოდარ ხადური თურქმენეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქმენეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, დოვლეტმურატ მურატოვს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში თურქმენეთის საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განმტკიცებას, სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე სახელმწიფოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები