პატიმარი დახმარებას ითხოვს: თავს არ ვიკლავ, თუ არ მომკლეს…

რუსთავის #6 საპატიმრო დაწესებულების 21 წლის მსჯავრდებული ჯემალ ქუთათელაძე დახმარებას ითხოვს. როგორც პატიმრის ადვოკატი ამტკიცებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია. მისივე თქმით, ქუთათელაძეს სერიოზული დაზიანებები თავისა და კიდურების არეში აქვს მიყენებული. ადვოკატი ამბობს, რომ მსჯავრდებული სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში გადაყვანამდე, ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში ბადრაგებმა სცემეს. პატიმრის ოჯახი ვიდეოთვალის ჩანაწერების განსაჯაროებას ითხოვს. მათ აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველს უკვე მიმართეს.
“მიზეზი, თუ რატომ სცემეს, მან არ იცის. ამის დადგენა არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან ისეთ ადგილზე მოხდა ცემის ფაქტი, რომ 4 კამერა დააფიქსირებდა ამას. მან თქვა, რომ რამდენიმე კაცი მირტყამდაო. გვითხრა, რომ მიგვემართა სახალხო დამცველისთვის. ხვალ ჩემზეც რომ გახმაურდეს, თავი ჩამოიხრჩოო, ყველამ იცოდეს, მე თავს არ ვიკლავ, თუ არ მომკლესო”, – აცხადებს ადვოკატი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრის ცემის ფაქტი არ დასტურდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქუთათელაძემ #6 დაწესებულებიდან #8 დაწესებულებაში გადაყვანის დროს ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც საჭირო გახდა მისთვის ხელბორკილის დადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები