ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე შესაძლოა, გამოძიების ვერსია უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე შესაძლოა, გამოძიების ვერსია უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი. ამის შესახებ კიწმარიშვილის გარემოცვის ის წევრები საუბრობენ, რომლებიც პროკურატურამ უკვე არაერთხელ დაკითხა. გარდაცვლილის მეგობრის ზაზა ბატიაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მან სამართალდამცველებისგან მიიღო. ბატიაშვილი პროკურატურაში უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისი განცხადებით, გამოძიებას ყველაზე მეტი კითხვა საარჩევნო შტაბის მუშაობასთან დაკავშირებით ჰქონდა.
“ჩემი ინფორმაციით, უკვე ძალიან მოკლე ვადაში უნდა დაიდოს ვერსია. ერთ-ერთი ვერსიაა რუსთავის მიმართულება ანუ არჩევნები. შტაბთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ითხოვდნენ და ჩავიტანე”, – აცხადებს ბატიაშვილი.
ზაზა ბატიაშვილი ერთ-ერთი მოწმეა, რომელმაც კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი პირველმა ნახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები