მიხეილ სარჯველაძე: ISFED-ი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება, ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება
მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე 12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის მიერ შემუშავებული ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების ხედვას გამოეხმაურა.
„ამ მუშაობის წამოწყების ინიციატივა ალბათ უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დესტრუქციული ნაბიჯი. მათ აქვთ ერთი და იგივე პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ამ ყველაფერში მონაწილეობს, მაგალითად, ISFED-ი და მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება, ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, 12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ შეიმუშავა ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტიანად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციების ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნები” და “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”.