ბექა ძამაშვილი: სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა.

“საუბარი, რომ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი, როდესაც მიიჩნევს, რომ საქმე განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას პირდაპირ უთითებს წერილში, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად ხდება სწრაფად განხილვა, მაგრამ ამ საქმეში ამდაგვარს არაფერს ადგილი არ ჰქონია. ადგილი რომ ჰქონოდა, თვითონ მომჩივნები ალბათ გაასაჯაროებდნენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილს“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, “ლელოს” ინფორმაციით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, (სტრასბურგის სასამართლომ) მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე წარმოებაში მიიღო და საქმეს პრიორიტეტი სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები