დავით კოდუა ნოშრევან ნამორაძისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ეხმაურება

დაზარალებული ბიზნესმენის განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, რომ მას ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. გარდა ამისა, კოდუას ინფორმაციით, მასზე ჯგუფურ თავდასხმას ადასტურებენ ბავშვის ძიძა, სილამაზის სალონის და სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლები.
„ადრე ყოფილა რაღაც ჯგუფური და მძიმე, ახლა ვყოფილვარ მსუბუქად და კარგად, და ყოფილა მარტო. როგორც ბავშვის ძიძისგან გადმოცემით ვიცი, სამნი იყვნენ და დანარჩენი არაფერი არ მახსოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის რას იძახის. მთავარია, კამერებიც აფიქსირებს, რომ ერთად იყვნენ, ბავშვის ძიძაც, სალონის ხალხიც აფიქსირებს, ზემოთ – მეორე სართულზე სტომატოლოგიური ყოფილა და ისინიც აფიქსირებენ“,- განაცხადა დავით კოდუამ.|შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ნოშრევან ნამორაძე სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები